რა არის პოლიეთილენის გაჭიმული ფირი?

საკვების შესაფუთი ფირები

პოლიეთილენის შესაფუთ მასალებს არაერთი დანიშნულებით იყენებენ.

გაჭიმული ფირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოყენებაც სწორედ საკვების შეფუთვაა. გარდა ტვირთის შესაფუთი პოლიეთილენის ფირებისა, პოლიედროს პროდუქტების ასორტიმენტში საკვების შესაფუთი მასალებიც შედის.

პოლიეთილენით საკვების შეფუთვის ტენდენცია ყოველდღიურად იზრდება და უფრო და უფრო მეტი კომპანია იყენებს მათ სხვადასხვა დანიშნულებით. ყოველი საკვები ობიექტი თუ სუპერმარკეტი, სადაც მზა საკვები იყიდება, ყოველდღიურად მოიხმარს პოლიეთილენის შესაფუთ მასალებს.

ამ მხრივ პოლიედროც თანამშრომლობს არაერთ კომპანიასთან და ამარაგებს მათ საკვებისთვის განკუთვნილი გაჭიმული ფირებით. მათი გამოყენება მომგებიანია რიგი მიზეზების გამო. საკვების შეფუთვა შესაძლებლობას გაძლევთ, დიდი ხნით შეუნარჩუნოთ კერძებს პირვანდელი სახე და გემო. ხშირად შეამჩნევთ, თუ როგორ უცვლის მაცივარი შეფერილობას და გემოს საკვებს. მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება შესაძლებელია პოლიედროს შესაფუთი მასალების გამოყენებით.

გარდა ამისა, თუ გსურთ, რომ საკვები წაიღოთ დიდ მანძილზე – მთაში, ლაშქრობაში, აგარაკზე, მოსახერხებელია საკვების შეფუთვა პოლიეთილენის ფირებით. გარდა იმისა, რომ დაზღვეული იქნებით იმისგან, რომ საკვებმა რაიმე დასვაროს, შეფუთვა ასევე კარგია ფიქსაციისთვის, მარტივად მოათავსებთ ჩანთაში და დაზოგავთ ადგილს.

Please follow and like us: