აწარმოე საქართველოში

აწარმოე საქართველოში

კომპანია პოლიედრო მხარს უჭერს საქართველოში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების იდეას.

საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ვფიქრობთ, თითოეული ჩვენგანის მოვალებაა, რაც საბოლოო ჯამში, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდაზეა ორიენტირებული. გვჯერა, რომ ადგილობრივი წარმოება და მცირე ან საშუალო საწარმოების არსებობა საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს.

დღეს ბაზარზე მომხმარებელს უკვე თანაბარ პირობებში შეუძლია შეიძინოს ქართული, ადგილობრივი წარმოების, პროდუქტი, რომელიც ხარისხით იმპორტირებულ პროდუქტებს არ ჩამოუვარდება. თითოეული შენაძენი არის, მცირე შეტანილი წვლილი, ქართული ეკომონიკის განვითარებაში. სწორედ ამ იდეით, ჩვენმა კომპანიამ 2015 წელს გერმანული წარმოების დანადგარი შეიძინა, რომლის საშუალებითაც, ჩვენ შეგვიძლია ადგილობრივად ვაწარმოოთ პოლიეთილენის გაჭიმული ფირები. დანადგარის საშუალო თვის წარმადობა შეადგენს 100-120 ტონას. კომპანია პირველი დღიდან წარმატებით ასპარეზობს და დღეს უკვე ქვეყნის ფარგლებში დაახლოებით 40 ტონა პროდუქციას ყიდის.

ჩვენი ხედვა და მისიაა, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის წარმოებას და ექსპორტს. ჩვენ გვჯერა, ქართულ პროდუქციას აქვს დიდი პოტენციალი, რომ არამხოლოდ ჩაანაცვლოს იმპორტირებული პროდუუქტები, არამედ ღირსეული ადგილიც დაიკავოს საექსპორტო ბაზარზე.

Please follow and like us: