პოლიეთილენის გაჭიმული ფირი ეს არის მასალა, რომელიც გამოიყენება პროდუქტების შესაფუთად, რათა გადაადგილებისას, მყარად იდოს და ავიცილოთ დაზიანების საფრთხე თავიდან. ტვირთის გადაადგილებისას, განსაკუთრებით მაშინ როცა დიდ მასშტაბთან გვაქვს საქმე, მატულობს პროდუქტის დაზიანების საფრთხე.
პოლიეთილების გაჭიმულ ფირებს მთელს მსოფლიოში სხვადასხვა მსხვილი კომპანია მოიხმარს, რომელთა საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, პროდუქტის ექსპორტი ან იმპორტი. პოლიეთილენის ფირების გამოყენება დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. შეფუთვის მოძველებულ მეთოდებს, უკვე ახალი საშუალებები ანაცვლებს. პოლიეთილენის ფირით შეფუთვა ბევრად მოსახერხებელია, ხარჯი მინიმალური, ხოლო ტვირთის დაცულობა გარანტირებულია.
ამას გარდა, პოლიეთილენის ფირს ბევრი სხვა დანიშნულებაც მოეძებნა: მომხმარებლები ხშირად იყენებენ ჩვენს პროდუქციას რემონტის დროს. მაშინ როცა მათთვის საყვარელი ავეჯი გადასაადგილებელია, რაც თავის მხრივ პროდუქტის დაზიანების საფრთხეს ზრდის.
ამასთან, თუ დიდი ხნით გვიწევს სახლის დატოვება, იმისთვის, რომ ავეჯი არ დაიმტვეროს და შემდეგომი წმენდა ავიცილოთ თავიდან, საუკეთესო საშუალებაა გამოვიყენოთ პოლიეთილენის შესაფუთი მასალა. ის ავეჯს პირვანდელ სახეს შეუნარჩუნებს და აგაცილებთ ხანგრძლივი ლაგების პროცესს თავიდან.